დაიჭირა? დაიჭირა ტო? აუუ, რა თავხედია - ოპოზიციონერების შეძახილები უგულავას დაჭერაზე (ვიდეო)
დაიჭირა? დაიჭირა ტო? აუუ, რა თავხედია - ოპოზიციონერების შეძახილები უგულავას დაჭერაზე (ვიდეო)

A+ A-

11:39 11/02/2020

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ გაიგეს სასამართლოს გადაწყვეტილება ლეიბორისტული პარტიის ოფისსში მყოფმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა გიგი უგულავას დაჭერის შესახებ.

ვიდეოში ჩანს, რომ გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ტელეფონის საშუალებით ატყობინებს ოპოზიციის წარმომადგენლებს განაჩენის შესახებ.

„დაიჭირა ? დაიჭირა ტოო ? აუუ რა თავხედია“, - ისმის ვიდეოში.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გუშინ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიესაჯა. მას 50 მილიონის გაფლანგვას ედავებიან.

მესამედ ერთი და იგივე ბრალდებაზე დაჭერილი ექსმერი „მატროსოვის ციხეში“ თავისი ფეხით მივიდა.