პირველი მედალი რომიდან - წურწუმიამ ბრინჯაო მოიგო (ვიდეო)
პირველი მედალი რომიდან - წურწუმიამ ბრინჯაო მოიგო (ვიდეო)

A+ A-

14:08 12/02/2020

ნუგზარ წურწუმიამ იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯოს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალედ იასპარეზა და რუმინელი ფლორინ ტიტა 8:0 გაანადგურა. ნუგზარმა პირველი პერიოდი 5:0 მოიგო, რის შემდეგაც მეტოქეს მეორე პერიოდში კიდევ 3 ქულა აართვა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

პირველი ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი ლევან არაბული იბრძოლებს. ფინალში გავიდა იური ლომაძეც (72კგ), ხოლო ამირან შავაძე (60კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.

წყარო: popsport.com