ქუთაისის 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ აღდგება
ქუთაისის 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში  სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

A+ A-

11:39 13/02/2020

ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, ქუთაისის  20  საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო, სწავლა ერთი დღით შეწყდა. მისივე თქმით, სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება.

„სოკარგაზის“  გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, ქუთაისის თითქმის 60 პროცენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა. დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.