ოქრუაშვილი „მატროსოვის ციხეში“ საარჩევნო მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის „შაში-ბეში-დუშაშით“ გამართვას აანონსებს
ოქრუაშვილი „მატროსოვის ციხეში“  საარჩევნო მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის „შაში-ბეში-დუშაშით“  გამართვას  აანონსებს

A+ A-

12:33 13/02/2020

„7 თვის თავზე უგულავა დამაწიეს. 3 კვირაში ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით“, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან იტყობინება.

მისივე თქმით, ყველანი ციხეში იქნებიან და საარჩევნო თემაზე მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი „მატროსოვის“ ციხეში გაიმართება.

 „7 თვის თავზე უგულავა დამაწიეს. 3 კვირაში ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით და მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი მატროსოვზე გაიმართება. ოღონდ, გარეთ 130/20-ზე არ უნდოდა ამ ვირიშვილს (ბიძინას) ლაპარაკი და მარტოსოვზე შაში-ბეში-დუშაშით თუ უნდა გველაპარაკოს, არ ვიცი“, - წერს ოქრუაშვილი.