„კობახიძე და კალაძე ლანდებივით დადიან ევროპარლამენტში... სახლში დარჩენა ხომ ვურჩიეთ“
„კობახიძე და კალაძე ლანდებივით დადიან ევროპარლამენტში... სახლში დარჩენა ხომ ვურჩიეთ“

A+ A-

14:45 13/02/2020

„ქოცები ფეხდაფეხ დაგვსდევენ, სადაც ჩავალთ, ჩამოდიან...არ მართლდება ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს…“, -  ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, რომ ევროპარლამენტში „სოციალისტებიც“ კი „ქართული ოცნების“ ქმედებების დამგმობ განცხადებებს აკეთებენ.

,,ქოცებს სახლში დარჩენა ხომ ვურჩიეთ? რატომ არ გვიჯერებენ? ფეხდაფეხ დაგვსდევენ, სადაც ჩავალთ, ჩამოდიან. ოღონდ ისეთს აკეთებენ, რომ საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის, სოციალისტების წარმომადგენლებიც კი, დამგმობ განცხადებას აკეთებენ. არ მართლდება ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს. წერტილი!”, - წერს სამაშაშვილი.

აღნიშნულ პოსტამდე კი სამადაშვილმა  „ქართული ოცნების“ პარტიული ბოსების, კობახიძე-კალაძის მიერ ევროპარლამენტში გამართული შეხვედრები შეაფასა.

„რთულია, სევდა არ შემოგაწვეს ევროპარლამენტში, როდესაც გახსენდება , რომ უპრეცედენტოთ, გამონაკლისის სახით, ორჯერ მოიწვიეს პრეზიდენტი სააკაშვილი აქ პლენარულ სხდომაზე გამოსასვლელად, ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა. მთელი პარლამენტი საქართველოზე, მის მხარდაჭერაზე საუბრობდა.

ეხლა კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა“, - წერს ოპოზიციონერი.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან, დეპუტატ ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში  იმყოფება.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.