ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა განთავსდება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა განთავსდება

A+ A-

15:36 13/02/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ლაბორატორია აფხაზეთის ელექტრონული ბიბლიოთეკის პროექტს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

“მეგობრებო, ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ლაბორატორია იწყებს ახალ, დიდ პროექტზე მუშაობას:

აფხაზეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა - საარქივო მასალები, წიგნები, პერიოდიკა, ჟურნალ-გაზეთები, ფოტოები, აფიშები, საბუთები, ბილეთები (კინო-თეატრის თუ ფეხბურთის მატჩის) და ასე შემდეგ, ამიერიდან ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი და ერთგვარი სიმბოლური სამართალმემკვიდრე გახდება აფხაზეთის ბიბლიოთეკისა, სანამ ის ადრინდელი სახით აღდგება.

პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერობების განათლებისა და კულტურის კომიტეტთან ერთად განვახორციელებთ.

ამავდროულად მოგმართავთ თხოვნით - მოგვაწოდეთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მასალა, განსაკუთრებით თქვენი წინაპრების ფოტოები და სხვა ბეჭდური დოკუმენტები - ჩვენ მათ გავაციფრულებთ და უკანვე დაგიბრუნებთ. მონიშნეთ თქვენი მეგობრები აფხაზეთიდან, შემოთავაზებები კომენტარის სახით დაგვიტოვეთ და ჩვენი კოორდინატორი შეგეხმიანებათ დიდი მადლობა!“- წერს გიორგი კეკელიძე.