მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში სწავლა კიდევ ერთი დღით გადაიდო
მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში სწავლა კიდევ ერთი დღით გადაიდო

A+ A-

10:26 14/02/2020

ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი დღით გადაიდო.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და დღეს დილიდან განახლდა გზების გაწმენდის სამუშაოები. უწყების ცნობით, პრაქტიკულად გაწმენდილი გზების ხელახლა გაწმენდა გახდა აუცილებელი, რადგან გასულ ღამეს თოვა კვლავ თოვდა. ამ დროისთვის მაღალმთიანეთში მობილიზებული 64 ერთეული ტექნიკა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზე.

გუშინ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება მცირე გამონაკლისის გარდა აღუდგა მთიან მუნიციპალიტეტებს, თუმცა დილიდან კვლავ შეფერხებები ფიქსირდება ცალკეულ სოფლებში.

ცნობისთვის, აჭარის მაღალმთიანეთში მთელი ღამე თოვდა. სამივე მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანგებო შტაბი.