თბილისში დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნი გამოავლინეს
თბილისში დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნი გამოავლინეს

A+ A-

11:03 14/02/2020

თბილისში დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, სულ ამოღებული იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 180 კგ. და 350 გრ. უაქციზო თუთუნი.

მათი ინფორმაციით, 4 შემთხვევაში გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებულია 22,35 კგ. უაქციზო თუთუნი, ხოლო 3 შემთხვევაში, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 158 კგ. უაქციზო თუთუნი.