კორონავირუსის საფრთხის გამო, სინგაპურისა და ჰონკონგის შვიდკაცას სერიის ტურნირი გადაიდო
კორონავირუსის საფრთხის გამო, სინგაპურისა და ჰონკონგის შვიდკაცას სერიის ტურნირი გადაიდო

A+ A-

13:07 14/02/2020

კორონავირუსის საფრთხის გამო, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ  მსოფლიო რაგბის შვიდკაცას სერიის ორი დიდი ტურნირი, სინგაპურისა და ჰონკონგის შვიდკაცა გადადო.

სინგაპურის შვიდკაცა 11-12 აპრილის ნაცვლად, 10-11 ოქტომბერს გაიმართება. ჰონკონგის შვიდკაცა კი 3-5 აპრილის ნაცვლად, 16-18 ოქტომბერს ჩატარდება.

"მორაგბეებისა და ფანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე ტურნირი შემოდგომისთვის გადავდოთ", - ნათქვამია  მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსით, რომლის ვაქცინაც ჯერ შექმნილი არ არის, ამ დროისთვის  1486 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 64  ათას ადამიანზე მეტია.