პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ვეტოების დადება გართობას უფრო გავდა, მისი დაძლევა კი სეირის ყურება იყო - დავით ჭიჭინაძე
პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ვეტოების დადება გართობას უფრო გავდა, მისი დაძლევა კი სეირის ყურება იყო - დავით ჭიჭინაძე

A+ A-

13:45 14/02/2020

„მარგველაშვილის და კვირიკაშვილის  პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ისიც ვნახე, რისი თავი აქვთ ამ ადამიანებს“, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, გიორგი მარგველაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ქართულ პოლიტიკაში სავარაუდო დაბრუნებას.

„არც მარგველაშვილს და არც კვირიკაშვილს ქვეყნის სასიკეთოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. შეგიძლიათ ნახოთ მათი განვლილი გზა და დაასახელოთ თუნდაც ერთი კარგი რამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება. ხოლო თუ მარგველაშვილს  „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება არ ჰქონდა, რატომ თქვა უარი მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, მითუმეტეს, რომ ოპოზიცია მხარდაჭერას ჰპირდებოდა?!

მოკლედ, მეარც ერთი კრიტიკული მომენტი არ მახსოვს,  როდესაც მან „ოცნებას“ და  ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგობა გაუწია. ის, რომ ვეტოებს ადებდა რაღაცეებს, ეს გართობას უფრო გავდა,  რადგან მაშინ  „ოცნებას“ დეპუტატების იმხელა რესურსი ჰქონდა, რომ ვეტოს დაძლევა სეირის ყურება იყო, მეტი არაფერი“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდებიან.