უფალო შენღა დარჩი და ერთი წერილი აფრინე ბარემ, ეგება შენი მაინც გეიგონ რამე - ირინა სარიშვილი
უფალო შენღა დარჩი და ერთი წერილი აფრინე ბარემ, ეგება შენი მაინც გეიგონ რამე - ირინა სარიშვილი

A+ A-

14:13 14/02/2020

“უფალო შენღა დარჩი და ერთი წერილი აფრინე ბარემ, ეგება შენი მაინც გეიგონ რამე“, - წერს პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში და ასე ეხმიანება კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების გახშირებულ ეპისტოლარული ჟანრის გამოყენებას "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით.

ცნობისთვის, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო. რეზოლუცია ჩავარდნას კი ევროპარლამენტარების მხრიდან ღია და მწვავე წერილები მოჰყვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოგზავნილი წერილების რაოდენობით, „ქართულმა ოცნებამ“ რეკორდი მოხსნა.