ბელგიის სამეფომ ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს თავშესაფარი მისცა
ბელგიის სამეფომ ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს თავშესაფარი მისცა

A+ A-

13:45 14/02/2020

ბელგიის სამეფომ ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“სიტყვა ჩაბარება, ტყვეობასთან ასოცირდება. ამიტომ, მართებული იქნება, რომ ვთქვა, დღეს ბელგიის სამეფოს პოლიტიკური თავშესაფარი ვთხოვე.

მათ ჩემი თხოვნა დააკმაყოფილეს და ბრიუსელის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბანაკში დამაბინავეს.

Le Petit-Château ქართულად ითარგმნება როგორც პატარა ციხე-სიმაგრე, სადაც ერთ დროს, ბელგიელი დედოფალი ცხოვრობდა, შემდეგ ქალთა კოლონიად გადაუკეთებიათ, დღეს კი სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა პრობლემებს გამოქცეული ადამიანები აფარებენ თავს. მათ რიცხვს მეც დავემატე. დღე პირველი“, - წერს სვანაძე.

ცნობისთვის, ჟურნალისტი ზაზა სვანაძე 2019 წელს დააკავეს, მან პატიმრობაში 45 დღე გაატარა.

Zaza Svanadze-ს ფოტო.