სკანდალური ფილმი, რომელიც ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესებს შეეხება, ხვალ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გავა (ვიდეო)
სკანდალური ფილმი, რომელიც ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესებს  შეეხება, ხვალ  ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გავა (ვიდეო)

A+ A-

14:54 14/02/2020

სტუდია „მონიტორის“ სკანდალური ფილმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესებს  შეეხება, ხვალ  ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, 20:30 საათზე გავა.

ამის შესახებ „2020NEWS“-ს სტუდია “მონიტორის

 ხელმძღვანელმა, ნინო ზურიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, კონტრაქტი, რომელიც რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“  ერთობლივი პროექტის,  „თავისუფლების მონიტორის“  საგამოძიებო ფილმების ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაშვებას ითვალისწინებდა, ამოწურულია.

„რუსთავი 2-თან დადებულ ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ბოლოს ამოეწურა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული, 24 ფილმი ეთერში მაინც გავიდა, ყველაფერი ლეგიტიმურად იყო და ადგილი არ ჰქონდა უკანონობას“, - განცახადა “2020NEWS” -თან საუბარში ნინო ზურიაშვილმა.

შეგახსენებთ, რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“  ერთობლივი პროექტის,  „თავისუფლების მონიტორის“  საგამოძიებო ფილმების ბოლო, 24-ე ფილმი „რუსთავი 2“-ის ეთერში 2019 წლის 18 იანვარს გავიდა, რითაც კონტრაქტით გათვალისწინებული რაოდენობა ამოიწურა.