ყველაფერი გაირკვევა - რას ამბობს ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვზე?
ყველაფერი გაირკვევა - რას ამბობს ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვზე?

A+ A-

15:15 14/02/2020

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე “2020NEWS”-თან ინტერვიუში არ პასუხობს კითხვას, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, შემოუშვებს თუ არა “ქართული ოცნება“ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

მისივე განცახდებით, მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო საკუთარ კანონმდებლობას დაიცავს და საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებასაც სცემს პატივს. როგორ აპირებს ამას? - აბაშიძეს არც აღნიშნულ კითხვაზე აქვს კონკრეტული პასუხი.

ამასთან, პრემიერის წარმომადგენელი სააგენტოსთან ჭორს უჭოდებს რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას მინისტერიალის გამართვა სტრასბურგში სურდა. 

ზურა აბაშიძე: რუსეთის დელეგაცია რომ საქართველოში ჩამოვა, ამაში სიახლე არაფერია. თუმცა ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალ სხდომაზე, რომელიც თბილისში მაისში გაიმართება. ჩვენი საგარეო უწყება ატარებს ამ სხდომასთან დაკავშრებით მოსამზადებელ სამუშაობს. საკითხების შეთანხება მიმდინარეობს ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან. მაისამდე საკმაოდ ბევრი დროა.

მოგეხსენებთ, საქართველო წელს გახლავთ ვეროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რაც დიდი პატივი და ვალდებულებაა. ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის სტანდარტი, რაც გათვალსიწინებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების მიერ.

რაც შეეხება ქალბატონ მარია ხაზაროვას გუშინდელ კომენტარს, დისკუსიაში შესვლის გარეშე, მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, რომ დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ყველამ პატივი უნდა მიაგოს მის კანონმდებლობას. ვფიქრობ, ამ თემის ირგვლივ ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არ არის საჭირო.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, ქვეყანაში შემოუშვებთ?

- დრო ბევრია, ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერი კარგად იქნება. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ პასუხით შემოვიფარგლოთ.  ჩვენ უნდა დავიცვათ სრულად ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაც და პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებასაც. ერთიც და მეორეც უნდა შევასრულოთ, ამას ჩვენ მოვახერხებთ.

- როგორ მოახერხებთ?

- ძალიან კარგად გაკეთდება ეს ყველაფერი. ჩატარდება ყველაფერი ხუთიანზე. ყველფერი კარგად იქნება.

- ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთათან კომუნიკაცია არ გქონიათ?

- მე არ მქონია. როგორც უკვე მოგახსენეთ, საგარო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ შეხვერდის მომზადებაზე და მას აქვს კონტაქტი ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან. რუსეთთან კონტაქტი არ გვაქვს.

- რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ შესაძლოა, მინისტრთა კომიტეტის სტრასბურგში გამართვის თხოვნით ევროსაბჭოს მიმართოს. ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა?

- ბევრი ჭორი ვრცელდება. ჭორებს ნუ ავყვებით. მინისტერიალი ჩატარდება თბილისში. ჩევნ საერთაშორისო სტანდარტებსაც დავიცავთ და, რა თქმა უნდა, ჩვენს კანონდებლობასაც.

- როგორ შეძლებს საქართველო რუსეთის დელეგაციის ჩამოსვალსთან დაკავშირებული პროვოკაციები თავიდან არიდოს?

- ნუ წავალთ ჰიპოტეზებში და შეთქმულების თეორიებში. ჩემი აზრით, აჟიოტაჟის შექმნა არ არის სჭირო. ყველაფერი კარგად იქნება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე