ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მსოფლიო ფულზე გაიყიდება - დავით ჭიჭინაძე
ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მსოფლიო ფულზე გაიყიდება - დავით ჭიჭინაძე

A+ A-

15:37 14/02/2020

„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ჰგონიათ, რომ მსოფლიო ფულზე გაიყიდება. ასე აფასებს ლობისტებში გადახდილ მილიონებს, პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯოს იმიჯის გაუმჯობესებაზე, მას ევროპულ ღირებულებებთან აცდენა აქვს და მაინც არაფერი გამოუვა.

„ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ჩვენს პარტნიორებზე. მათ ჰგონიათ, როგორც აქ ესენი იყიდებიან ივანიშვილის სასარგებლოდ, მსოფლიოც ასევე ფულზე გაიყიდება. სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში, სასამართლოს პოლიტიკური მიზნით გამოყენება, არაფორმალური მმართველობა, - ეს ყველაფერი არ ჯდება იმ ნორმებში, რომელ ნორმებშიც ითხოვს „ოცნება“, რომ ლობისტურმა კომპანიებმა ჩასვას. რაც არ უნდა ფული გადაიხადონ, თუ ღირებულებებში აცდენაა, არაფერი გამოვა, რადგან დემოკრატიულ მსოფლიოს თავისი მკაცრად დადგენილი წესები აქვს. მოკლედ, „ოცნებაც“ და მანამდე „ნაცებიც“, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდნენ ბიუჯეტიდან ამ ლობისტურ კომპანიებზე და იმიჯის გაუმჯობესებაზე. გარკვეულ ეტაპამდე ეს მუშაობდა კიდეც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, „ოცნების“ ხელისუფლებამ, პროდასავლურობის და დემოკრატიის დეკლარირებასაც კი დაანება თავი. ანუ, როდესაც ქვეყნის შიგნით იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენს პარტნიორებს უქმნის უხერხულობას, შედეგიც შეასაბამისი დადგა“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-სა და ამერიკულ-ბრიტანულ კომპანია Hogan Lovells-თან, ხელშეკრულებების მიხედვით, ლობისტური კომპანია დამკვეთის ინტერესებს დაიცავს მედიაში მის სასარგებლოდ ინფორმაციის გავრცელებით.

ლობისტურ კომპანიასთან დადებული კონტრაქტის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდეა.