კორონავირუსით მსოფლიოს ორი მესამედის დაინფიცირების პროგნოზირება ნაადრევია - პაატა იმნაძე
კორონავირუსით მსოფლიოს ორი მესამედის დაინფიცირების პროგნოზირება ნაადრევია - პაატა იმნაძე

A+ A-

15:52 14/02/2020

კორონავირუსით მსოფლიოს ორი მესამედის დაინფიცირების პროგნოზირება ნაადრევია. ამის შესახებ “2020NEWS”-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განუცხადა.

„ჯერ ცოტა ადრეა ამაზე პროგნოზები. ორ-სამ კვირაში გამოჩნდება უკეთესად, რა შეიძლება მოხდეს. მათ შორის, შეაკავებს თუ არა ჩინეთი ვირუსის გავრცელებას“, -  აცხადებს იმნაძე.

ცნობისთვის, Bloomberg-მა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მსოფლიოს ორი მესამედი კორონავირუსით დაინფიცირდეს,  

შეგახსენებთ, კორონავირუსი COVID-19-ის 64 435 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 1380-ს გადააჭარბა.