ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნების წინაპირობა არ არსებობს - შალვა შავგულიძე
ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნების წინაპირობა არ არსებობს - შალვა შავგულიძე

A+ A-

18:17 14/02/2020

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში შესაძლო მობრუნებას “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები “2020NEWS”-თან არ ადასტურებენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ  სააგენტოსთან განაცხადა, ამ ეტაპზე ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

“ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, არ ვადასტურებ. ალასანიას პოლიტიკაში მობრუნების წინაპირობა რომ არსებობდეს,  უპირველესად მის თანაგუნდელებს გვეცოდინებოდა. ალასანიას თანაგუნდელებისთვის არ გაუზიარებია ინფორმაცია, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკაში ბრუნდება“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.  

ინფორმაციისთვის, “თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წავიდა. დაბრუნდება თუ არა ექსმინისტრი 2020 წელს პოლიტიკაში, ჯერჯერობით, უცნობია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე