პარიზის მერობის კანდიდატს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელეს
პარიზის მერობის კანდიდატს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელეს

A+ A-

18:46 14/02/2020

პარიზის მერობის კანდიდატს, ბენჟამენ გრივოს სოციალურ ქსელებში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო და მესიჯები 42 წლის ბენჟამენ გრივოსა და კონკრეტულ ქალს შორის, რომელიც გავრცელებულ ვიდეომასალაში ფიგურირებს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამის შემდეგ მერობის კანდიდატმა მედიასთან დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა და თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

პარიზის მერის არჩევნებზე ბენჟამენ გრივო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიას წარმოადგენდა. ბენჟამენ გრივო დაქორწინებულია და 3 შვილი ჰყავს.

წყარო: imedinews.ge