ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

A+ A-

14:45 15/02/2020

ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ვ.კ. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებს 2018 წლის 11 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი, 1975 წელს დაბადებული ლ.ს.-ს მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. გამოძიება ანგარებით ან პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის ოქტომბერში დაკავებულია სამი პირი. გარდა ამისა, 2019 წელს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და ამ დრომდე იძებნება ორი პირი“, – აღნიშნულის შსს-ს ინფორმაციაში.