14 ბრძოლიდან 10 გამარჯვება - მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)
14 ბრძოლიდან 10 გამარჯვება - მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

A+ A-

11:44 16/02/2020

შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ რიო რანჩოში გამართულ ტურნირზე  Fight Night 167 დვალიშვილმა ამერიკელი კეისი კენი დაამარცხა.

29 წლის დვალიშვილის ანგარიშზე ახლა 14 ბრძოლიდან 10 გამარჯვებაა, რაც შეეხება კენის, მას აქამდე გამართულ შეხვედრებში 13 გამარჯვება, 1 მარცხი და 1 ფრე ჰქონდა.