ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 არასრულწლოვანი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 არასრულწლოვანი დაშავდა

A+ A-

19:01 16/02/2020

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 3 მცირეწლოვანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები ახალციხის კლინიკა "იმედში" გადაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მეორე ნაწილით დაიწყო.