გუდაურში მომხდარი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები (ვიდეო)
გუდაურში მომხდარი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები (ვიდეო)

A+ A-

12:14 17/02/2020

მედიაში გუდაურში მომხდარი მკვლელობის ექსკლუზიური კადრები ვრცელდება.

კადრებში ჩანს, რომ მკვლელობამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელშიც მინიმუმ 6 ადამიანი მონაწილეობდა. დაპირისპრება 06:00 საათზეა დაწყებული.

გუდაურში მოკლული მამაკაცი 28 წლის თამაზ გორთამაშვილია. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა.

მოკლულის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.

ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი დავით სეთურიძე, რომელიც თვითხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა.

შსს-მ ჯერ მხოლოდ ერთი პირი,  39 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.