პარლამენტში ვითარება დაიძაბა (LIVE)
პარლამენტში ვითარება დაიძაბა (LIVE)

A+ A-

14:16 17/02/2020

საკანონმდებლო ორგანოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ ოპოზიცია დარბაზში შეიჭრა.

ოპოზიციის წარმომადგენლები უმრავლესობის წევრებს სპეციალურ ნიღბებს ურიგებენ, რომელზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული. 

ენმ-ს და ევროპული საქართველოს წევრებმა დარბაზში მყოფ უმრავლესობის წევრებს  "პოლიტპატიმრების ფლაერები" დაურიგეს.

ცნობისთვის, პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.