სოფელ ყარაჯალაში ყოფილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
სოფელ ყარაჯალაში ყოფილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

A+ A-

10:54 19/02/2020

სოფელ ყარაჯალაში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. რუთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებული ტელმან მუსტაფაევი  წარსულში, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა.

ცნობისთვის, 15 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 23 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ დანით მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა, მეუღლის დისა და შვილის თვალწინ, 23 წლის ახალგაზრდა ქალს დანით ყელი გამოჭრა, ასევე, დანის გამოყენებით, სხეულზე მიაყენა სხვადასხვა დაზიანებები.