თურქეთში ორი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ორი მიწისძვრა მოხდა

A+ A-

12:13 19/02/2020

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თურქეთში უკვე მეორე მიწისძვრაა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრების სიმძლავრემ, 4,2 და 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.