ჩინეთში კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 118-მდე გაიზარდა
ჩინეთში კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 118-მდე გაიზარდა

A+ A-

10:48 20/02/2020

ჩინეთში კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 118-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

კომისიის ცნობით, ჩინეთში  114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღის განმავლობაში 394-ით გაიზარდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 74,576-ს მიაღწია. ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, დაინფიცირების ასეთი მცირე მაჩვენებელი ქვეყანაში 23 იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

გუშინ მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი კრონავირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება. მათ შორის იმ პაციეტებისგან, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.

ცნობისთვის, 12 ქვეყანაში კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 92 შემთხვევაა დაფიქსირებული.