ვერც სააკაშვილი, ვერც მერაბიშვილი ხელისუფლებაში ისე ვერ მობრუნდებიან, ქვეყანა მართონ - ბურჯანაძე
ვერც სააკაშვილი, ვერც მერაბიშვილი ხელისუფლებაში ისე ვერ მობრუნდებიან, ქვეყანა მართონ - ბურჯანაძე

A+ A-

23:33 20/02/2020

“რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მოლაპარაკების მაგიდასთან გამოჩენას, მე ვურჩევდი ყველას, რომ მაგიდის ერთიანობაში არ შევიტანოთ ბზარი“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“  ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სკანდალური ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თემას.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ვანო მერაბიშვილის ფიგურა ისევე აძლიერებს „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, როგორც „მიხეილ სააკაშვილის ყველა გამოჩენა“.

„მე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზეც ვთქვი, რომ ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, ასეთ დღეში არ აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაგიდის ერთიანობაში ბზარი არ შევიტანოთ. ნებისმიერი, რომელიც ბზარს შეიტანს მაგიდის ერთიანობაში და გაუადვილებს ივანიშვილს ჩაშალოს მოლაპარაკება, ძალიან ცუდ საქმეს გააკეთებს. ვანო მერაბიშვილი პოლიტიკოსი არაა. ტექნიკური მინისტრი იყო.

ისევე როგორც, სააკაშვილის ყველა გამოჩენა აძლიერებს ივანიშვილს, ასევე მოხდება მის შემთხვევაშიც. ჩემთვის მთავარია, რომ  საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს და გაიაზროს, ვერც სააკაშვილი, ვერც მერაბიშვილი ხელისუფლებაში ისე ვერ მობრუნდებიან, ქვეყანა მართონ“, -  განაცხადა  ბურჯანაძემ.