"სიკვდილი მინდა" - ბულინგის მსხვერპლი 9 წლის ბიჭი (ვიდეო)
"სიკვდილი მინდა" - ბულინგის მსხვერპლი 9 წლის ბიჭი (ვიდეო)

A+ A-

13:28 21/02/2020

9 წლის ავსტრალიელი ბიჭის ვიდეომ მთელი მსოფლიო მოიცვა. ბავშვი და დედა ჰყვებიან, თუ როგორ იქცა ბიჭი ბულინგის მსხვერპლად. 

ბავშვის დედამ, იარაკა ბეილმა საკუთარი შვილის, კვადენის ვიდეო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც მას კლასში კიდევ ერთხელ დასცინეს, იმიტომ რომ ტანდაბალია. 

„ეს არის ის შედეგი, რაც ჩაგვრას მოჰყვება“, - ამბობს ბავშვის დედა. 9 წლის კვადენი ამბობს, რომ დაიღალა ასეთი დამოკიდებულებისგან  და სიკვდილი უნდა. „მინდა რომ თავი დავარტყა შუშას და უბრალოდ მოვკვდე“, - ამბობს ბიჭი. იარაკა ბეილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და კვადენის მიმართ ასეთი დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია გრძელდება.

ვიდეოს სოციალურ ქსელში 17 მილიონამდე ადამიანმა უკვე უყურა. 

მას გამოეხმაურენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის მსახიობი ჰიუ ჯეკმანი და კალათბურთელი ენეს კანტერი, რომლებმაც ბულინგისგან გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრეს. სოცქსელში პოპულარული გახდა ჰეშთეგი #WeStandWithQuaden - „ჩვენ ვდგავართ კვადენთან“.