კორონავირუსით იტალიაში 11 ადამიანი დაიღუპა, 322-ს კი ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა
კორონავირუსით იტალიაში 11 ადამიანი დაიღუპა, 322-ს კი ვირუსი ლაბორატორიულად  დაუდასტურდა

A+ A-

10:38 26/02/2020

ახალი კორონავირუსით გარდაცვილთა რაოდენობამ იტალიაში 11 ადამიანს მიაღწია. ლაბორატორიულად კი ვირუსი 322 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში იტალიაში ვირუსით გარდაცვლილების ასაკი 80 წელს აღემატებოდა.

ვირუსის გავრცელების ძირითადი არეალი ლომბარდიაა თუმცა, დღეს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის სამხრეთშიც, კერძოდ ფლორენციაში და სიცილიაზე.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ალჟირში. ვირუსი დაუდგინა იტალიელ მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში 17 თებერვალს ჩავიდა. ამ დროისთვის დაინფიცირებული პირი კარანტინში იმყოფება.