დღეს გახდება ცნობილი, თბილისში ჩატარდება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თუ სტრასბურგში
დღეს გახდება ცნობილი, თბილისში ჩატარდება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თუ სტრასბურგში

A+ A-

11:09 26/02/2020

დღეს გახდება ცნობილი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება თუ არა თბილისში და ჩამოვა თუ არა საქართველოში რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, გადაწყვეტილებას დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილად, რომელიც მაისში უნდა გაიმართო,  თბილისის გარდა სტრასბურგიც მოიაზრება.

„26 თებერვალს მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს და ბუნებრივია, გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა ქართველ საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული“, -  განაცხადა საგრეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისათვის, საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.  ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე,  ჩამოვა თუ არა ის საქართველოში, ლავროვმა კითხვითვე უპასუხა: „ავადმყოფები ხართ, გოგოებო?“.