იდლიბის პროვინციაში რუსული ავიაცია თურქეთისა და მისი მოკავშირე ოპოზიციური ძალების პოზიციებს ბომბავს
იდლიბის პროვინციაში რუსული ავიაცია თურქეთისა და მისი მოკავშირე ოპოზიციური ძალების პოზიციებს ბომბავს

A+ A-

11:50 03/03/2020

სირიაში სამხედრო შეტაკებები გრძელდება. იდლიბის პროვინციაში, ქალაქ სარაქიბში რუსული ავიაცია თურქეთისა და მისი მოკავშირე ოპოზიციური ძალების პოზიციებს ბომბავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ამასთანავე როგორც სირიის ადგილობრივი მედია იტყობინება, ასადის ჯარები ქალაქში მას შემდეგ შევიდნენ „რაც თურქეთის რეჟიმის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტები განდევნეს“ და სამთავრობო ძალებმა შეძლეს სარაქიბის უმეტეს ნაწილზე კონტროლი კვლავ დაემყარებინათ.

ცნობისათვის, ქალაქ სარაქიბისთვის ბრძოლები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მასზე კონტროლი აჯანყებულებმა რამდენიმე დღის წინ დაამყარეს, თუმცა ცნობებს არ ადასტურებდნენ რუსული და სირიის სამთავრობო წყაროები.