უკრაინის პრეზიდენტი პრემიერის გადაყენებისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტი პრემიერის გადაყენებისთვის ემზადება

A+ A-

12:15 04/03/2020

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი  ფრაქციის „ხალხის მსახური“  წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ზელენსკიმ ფრაქციის წევრებს პრემიერ-მინისტრის, ალექსი გონჩარუკის გადადგომა  და მის ნაცვლად მინისტრის მოადგილის, დენის შმიგალის დანიშვნა შესთავაზა. 

აღნიშნული ინფორმაცია ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა წევრმა უკრაინულ მედია-საშუალება UNIAN–თან ანონიმურად  განაცხადა.

ამავდროულად, შმიგალის დანიშვნის თაობაზე სოციალურ ქსელში ალექსანდე კაჩურამ (ფრაქცია „ხალხის მსახური“ ) დაწერა. კაჩურა წერს,  რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამსწრე საზოგადოებას,  ახალ მთავრობის მეთაურად შმიგლის დანიშვნა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს.

როგორც ცნობილია, ამჟამად პრეზიდენტი ზელენსკი უმაღლეს რადაში შეხვედრაზე იმყოფება. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

თარგმნა კატო მაზიაშვილმა