უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის ცოლი საკარანტინო ზონაში არ გადაუყვანიათ
უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის ცოლი საკარანტინო ზონაში არ გადაუყვანიათ

A+ A-

12:48 04/03/2020

უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის ცოლი საკარანტინო ზონაში არ გადაუყვანიათ, რასაც მეზობლების დიდი პროტესტი მოჰყვა.

უკრაინის  მთავარი სანიტარული ექიმი ვიქტორ ლაშკოვი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსი  მთელ  ქვეყანში გავრცელდეს. ამის შესახებ ლაშკოვმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.

„დღეს უკრაინაში კორონავირუსის ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, მაგრამ შეიძლება გავრცელდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება. ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები გერმანია, იტალია და სხვა ქვეყნები“, - განაცხადა ლაშკოვმა.

ლაშკოვის განცხადებით, ადამიანებს, რომლებსაც ქალაქ ჩერნოვცში კორონავირუსით ინფიცირებულ მაცხოვრებლებთან ჰქონდათ კონტაქტი, ვირუსი არ დაუდასტურდათ.

ჟურნალისტის კითხვაზე,  თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი, ლაშკოვმა უპასუხა:  „პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია“.

მისივე თქმით,  ჯანდაცვის ექსპერტები, ექიმები და მეცნიერები ეპიდემიოლოგიურ პროგნოზს უკვე ამზადებენ.

”იმის გამო, რომ კორონავირუსი არის ახალი და ცუდად შესწავლილი ინფექცია, ჩვენ მოვიწვიეთ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.

ისინი დაგვეხმარებიან ოპტიმისტური და ნეგატიური სცენარის შემუშავებაში”, - აღნიშნა ლაშკოვმა.

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ ჩერნოვცში მამაკაცს, რომელსაც დაუდგინა კორონავირუსი, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

თუმცა მისი მეუღლე, რომელიც ასევე შესაძლოა, ინფიცირებულია კორონავირუსით, მედიკოსებს არ გადაუყვანიათ საკარანტინო ზონაში.

ამ ფაქტს მეზობლების მხრიდან აგრესია მოჰყვა. ისინი ქალის საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვენ.  

თარგმნა კატო მაზიაშვილმა