უკრაინის პარლამენტმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან დაითხოვა
უკრაინის პარლამენტმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან დაითხოვა

A+ A-

09:30 06/03/2020

უკრაინის პარლამენტმა გენერალურ პროკურორს, რუსლან რიაბოშაპკას  უნდობლობა გამოუცხადა და  თანამდებობიდან დაითხოვა.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში  აღნიშნულ გადაწყვეტილებას  მხარი 263-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 18 კანონმდებელი გამოვიდა, 73-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

რუსლან რიაბოშაპკამ  მედიასთან განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა კვლავ დაბრუნდეს.

„დამოუკიდებელი პროკურორი არ შეიძლება აიძულო. ის შეიძლება მხოლოდ გაათავისუფლო“,  - განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს რუსლან რიაბოშაპკამ.

რიაბოშაპკას ამ განცხადებას გარკვეული დეპუტატების მხრიდან შეძახილები მოჰყვა:  „სირცხვილია“.