"თალიბანი" აშშ-თან შეთანხმების პირობების შესრულებას არ აპირებს
"თალიბანი" აშშ-თან შეთანხმების პირობების შესრულებას არ აპირებს

A+ A-

15:37 07/03/2020

აშშ-ის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ არ აპირებს სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებას, რომლის ფარგლებში ამერიკულმა ჯარმა ავღანეთი უნდა დატოვოს. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC სამ ამერიკელ მოხელეზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, თალიბები შეთანხმების პირობებს მხოლოდ მანამ შეასრულებენ, სანამ ამერიკელი ჯარისკაცები ქვეყანაში დარჩებიან, მათი გასვლის შემდეგ კი ავღანეთის სამთავრობო პოზიციებზე შეტევებს დაიწყებენ.

აშშ-მა და „თალიბანმა“ ავღანეთში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი 29 თებერვალს მოაწერეს. 2 მარტს კი „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ოპერაციებს არ შეწყვეტენ.