შესაძლებლობები სქესით არ ისაზღვრება, შესაძლებლობები უსაზღვროა
შესაძლებლობები სქესით არ ისაზღვრება, შესაძლებლობები უსაზღვროა

A+ A-

12:30 08/03/2020

ქალმა უნდა იცოდეს თავისი ____
ქალი უნდა იყოს _____

ამ ფრაზებს ჩვენს ყოველდღიურობაში რამდენიმე შაბლონური დასასრული აქვს, რომელსაც ყველა: ქალებიც და კაცებიც ბავშვობიდანვე ვისმენთ. წარმატებული ქალები ამ კუთხით გამონაკლისები არ არიან. მათაც ეუბნებოდნენ ბავშვობაში, რომ ის, რაც მოსწონთ, შეიძლება ქალის საქმე არ იყოს, რომ მათი მისწრაფებები ერთია, მოვალეობები კი - სხვა, რომ მოუწევთ, ნაკლებს დათანხმდნენ, ვიდრე უნდათ, თუმცა ყველა წარმატებული ქალის ისტორია სინამდვილეში არსებულ მოლოდინებზე გამარჯვების ისტორიაცაა, წინასაწარგანწყობების გადაწერის მცდელობა და ამ ფრაზების სხვანაირი დასასრულის ჩვენება.

ქალის ადგილი არის სპორტში, ბიზნესში, ორთაბრძოლაში, მეცნიერებაში, ავიაციაში... ყველგან, სადაც თავად მოისურვებს, რადგან შესაძლებლობები სქესით არ განისაზღვრება. ეს არის საქართველოს ბანკის ახალი ვიდეორგოლის მთავარი იდეა, რომელზეც JWT Metro-მ იმუშავა.

"ჩვენ გვსურს არა მარტო წარმოვაჩინოთ წარმატებული ქალები, არამედ ვაჩვენოთ მათი განსხვავებული დამოკიდებულება და მივმართოთ სხვა ქალებს, რომ მათაც თავიანთ თავში და გარემოში გადაწერონ არსებული სტერეოტიპები და შეზღუდვები", - ამბობს საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი, ენუკი კვინტრაძე.