აშშ ავღანეთიდან ჯარების გაყვანას იწყებს
აშშ ავღანეთიდან ჯარების გაყვანას იწყებს

A+ A-

08:29 10/03/2020

აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. დაახლოებით, 5 თვის განმავლობაში, აშშ-მ ავღანეთიდან 8600 ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს. იმ შემთხვევაში, თუ თალიბები ხელშკრულების პირობებს შეასრულებენ, ქვეყანას აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების ყველა სამხედრო 14 თვის განმავლობაში დატოვებს.

შეგახსენებთ, აშშ-მ და "თალიბანმა" სამშვიდობო შეთანხმება მიმდინარე წლის 29 თებერვალს გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, თალიბებმა თავდასხმები აღარ უნდა მოაწყონ და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე "ალ-ქაიდასა" და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს მოქმედების ნება არ უნდა დართონ. შეთანხმებაში ავღანეთის მთავრობას მონაწილეობა არ მიუღია.