ქუთაისში გაუჩინარებული ტურისტის საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს
ქუთაისში გაუჩინარებული ტურისტის საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს

A+ A-

10:10 10/03/2020

ქუთაისში გაუჩინარებულ ნიდერლანდელ ტურისტს, სიმ ვიგერს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მდინარე რიონში ეძებენ.

საძიებო სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავები ჩაერთნენ.

ცნობისთვის, ვიდეოკამერებს 23 წლის ახალგაზრდა ბოლოს მდინარე რიონის პირას, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყავს დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა 7 მარტს, საღამოს გაუჩინარდა. ძებნილი ახალგაზრდის მშობლები საქართველოში გუშინ, საღამოს ჩამოფრინდნენ.