საქართველოს საპატრიარქო მოციქულთა კანონს არღვევს - ეს ანომალია საეკლესო კანონებს ეწინააღმდეგება - ლადო ნარსია
საქართველოს საპატრიარქო მოციქულთა კანონს არღვევს - ეს ანომალია საეკლესო კანონებს ეწინააღმდეგება - ლადო ნარსია

A+ A-

13:53 10/03/2020

თეოლოგი ლადო ნარსია “2020NEWS“-თან სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო მოციქულთა კანონს არღვევს, რადგან კანონიკური წესები პატრიარქის მიერ ანდერძის წერის წესს კრძალავს.

როდის ხდება პატრიარქის ანდერძის არსებობის შესახებ საჯარო ინფორმაცია და აირჩევა თუ არა კანონდარღვევით მომავალი პატრიარქი?  - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თეოლოგი ლადო ნარსია “2020NEWS“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

- ბატონო ლადო, 2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ე.წ. „ციანიდის საქმემდე“, რომელიც ძალიან ხმაურიანი და ბუნდოვანი საკითხია, საქართველოს პატრიარქს შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომელშიც ილია II -ის მიერ, სავარაუდოდ, მეუფე დიმიტრია დასახელებული. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ან რამდენად რეალუირი შეიძლება იყოს აღნიშნული ინფორმაცია?

- დაწერილია თუ არა ანდერძი, ვერ გატყვით, თუმცა გამორიცხული არაფერია. ანდერძში მეუფე დიმიტრის დასახელება გამიკვირდება, რადგან დიმიტრის მიმართ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მნიშნელოვანი კითხვები, რომლებზეც პასუხები დღემდე არ არსებობს. თუ იმას მეკითხებით, რომ ეს ანდერძი ე.წ. "ციანიდის საქმემდეა“ დაწერილი და შეიძლება თუ არა პატრიარქის პოზიცია იგივე იყოს, ამის თქმაც ძალიან ძნელია. არ მგონია, ვინმეს ეყოს სითავხედე და მეუფე დიმიტრი მომავალ პატრიარქად დაასახელოს. თუმცა ჩვენს ქვეყანაში გამორიცხული არაფერია.

- როდის ხდება ცნობილი ანდერძის არსებობის შესახებ ინფორმაცია?

- ანდერძის არსებობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის მას შემდეგ ხდება ცნობილი, რაც პატრიარქი გარდაიცვლება. ამ დროს პროცესუალური ნაწილის მართვას უხუცესი ეპისკოპოსი ან ე.წ. პატრიარქის მოსაყდრე გადაიბარებს. ანდერძის გასაჯაროების უფლება მხოლოდ მოსაყდრეს გააჩნია. ამ დროს სახელდება სამი პატრიარქობის კანდიდატი, აქედან ორს გააჩნია ერთი ხმის უფლება, ხოლო ერთს, რომელიც პატრიარქის მიერ ანდერძშია მოხსენიებული, ორი ხმის.

- არსებობს კანონი, როდის უნდა დაიწეროს ანდერძი და რა სტანდარტების დაცვით?

- წესი იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად როდის უნდა დაიწეროს ანდერძი, არ არსებობს. ანდერძთან დაკავშირებით დებულებაც არაფერს ამბობს. ზოგადად, ანდერძის არსებობა კანონსაწინააღმდეგოა, რადგან მოციქულთა კანონი ამბობს, რომ საპატრიარქოს ტახტი ვინმეს მემკვიდროებით არ უნდა გადაეცეს. ქრისტეს ტახტი და სტატუსი ადამიანს ღირსების გათვალისწინებით გადაეცემა და არა მემკვიდრეობით. 

- თუმცა ანდერძში მოხსენიება ხომ არ ნიშნავს, რომ პატრიარქის მიერ დასახელებულ  სასულიერო პირს საპატრიარქოს ტახტი აპრიორი გადაეცემა?

- პრაქტიკულად, ანდერძი ნიშნავს, რომ პატრიარქის ავტორიტეტი მისი გარდაცვალების შემდეგაც, მომავალი პატრიარქის არჩევის პროცესში ინერციით იმუშავებს და მის მიერ დასახელებულ კანდიდატს გარკვეულ მუხტს მისცემს. ზოგადად, ანდერძის დატოვება ახასიათებთ რუსულ ორბიტაზე მყოფ ეკლესიებს, რომლებსაც გარკვეული კავშირი აქვთ რუსულ ეკლესიასთან.  ჩვენთან ანდერძის წერის წესის შემოღება 1913 წლიდან დაიწყო. მანამდე ანდერძს არანაირი დატვირთვა ჰქონდა. კიდევ ერთხელ ავღნიშანავ, რომ ეს ანომალია საეკლესო კანონებს ეწინააღმდეგება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე