სააკაშვილი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალას არ გამოიყენებდა, შემდეგ გაიქაჩა და მიიღო - პუტინი
სააკაშვილი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალას არ გამოიყენებდა, შემდეგ გაიქაჩა და მიიღო - პუტინი

A+ A-

11:32 11/03/2020

სააკაშვილი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალას არ გამოიყენებდა, შემდეგ გაიქაჩა და მიიღო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ТАСС-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მასთან ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ თემაზე, როდესაც ის პრეზიდენტი იყო. სააკაშვილს ვთხოვდი, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი არავითარ შემთხვევაში სამხედრო გზით არ გადაეჭრა და ის დამპირდა ამას. მითხრა, არასოდეს გავაკეთებ ამასო. შემდეგ გაიქაჩა და მიიღო“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაცივებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვისგან განზე გახტა.

„ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მადლობა უთხრან ამისთვის მიხეილ ნიკოლოზის ძეს“, - დასძინა პუტინმა.

'Imedi news"