პარლამენტში ინტერვიუს ჩაწერის ახალი წესი შემუშავდა
პარლამენტში ინტერვიუს ჩაწერის ახალი წესი შემუშავდა

A+ A-

14:34 11/03/2020

საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, პარლამენტში ინტერვიუს ჩაწერის ახალი წესი შემუშავდა. მედიის წარმომადგენლების რესპონდენტებთან და თავად ჟურნალისტების ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტის არიდების მიზნით, კომენტარები ტრიბუნასთან გაკეთდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.