კორონავირუსის გამო, სასწავლო პროცესი რომ არ ჩავარდეს, საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა შემუშავდა
კორონავირუსის გამო, სასწავლო პროცესი რომ არ ჩავარდეს, საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა შემუშავდა

A+ A-

18:55 11/03/2020

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრომ, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს დღეებში სკოლებსა და უნივერსიტეტებს გააცნობენ.

„ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება”, - განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისათვის, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.