მაიამის "მასტერსი" ახალი კორონავირუსის გამო გაუქმდა
მაიამის "მასტერსი" ახალი კორონავირუსის გამო გაუქმდა

A+ A-

09:49 12/03/2020

ინდიან უელსის „მასტერსის“ შემდეგ, ანალოგიური კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირი გაუქმდა მაიამიში.

როგორც „სქაი სპორტს“ (Sky Sports) წერს, ორგანიზატორებმა ტურნირის ჩატარებაზე უარის თქმა ფლორიდაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გაუარესებული სიტუაციის გამო გადაწყვიტეს.

გასულ წელს, ამ ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერი და ჯონ ისნერი შეხვდნენ ერთმანეთს და ტიტული შვეიცარიელმა აიღო.

წელს, მაიამის „მასტერსი“ 25 მარტს უნდა დაწყებულიყო.