"მადრიდის რეალის" ყველა ფეხბურთელი და კალათბურთელი კარანტინში მოათავსეს
"მადრიდის რეალის" ყველა ფეხბურთელი და კალათბურთელი კარანტინში მოათავსეს

A+ A-

16:54 12/03/2020

კორონავირუსის გამო, მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ალ ჯაზირა" კლუბის მენეჯმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სპორტსმენების კარანტინში გადაყვანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც სპორტული კლუბის რამდენიმე კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. "დღეიდან კლუბი მიჰყვება რეკომენდაციებს და ათავსებს კალათბურთის და ფეხბურთის გუნდების წევრებს კარანტინში, რადგანაც ორივე გუნდი ერთ საწვრთნელ ბაზაზე გადიან მომზადებას“, - აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.