ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

A+ A-

18:26 12/03/2020

ჩეხეთში 30 დღით შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, ჩეხეთში შესვლა აეკრძალებათ მგზავრებს გერმანიიდან და ავტრიიდან, ასევე სხვა „სარისკო რეგიონებიდან“. ამავე დროს ჩეხებს აეკრძალებათ რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობა.

მთავრობა აკრძალვას აწესებს კულტურულ, სპორტულ, რელიგიურ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, რომლებშიც 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

საღამოს 8 საათის შემდეგ იკრძალება რესტორნებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში შეკრება.