13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

22:11 12/03/2020

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. დაღლილობა და გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება, შეიძლება, პროფესიულ საქმიანობაზე ნეგატიურად აისახოს. ეცადეთ, მეორეხარისხოვან დეტალებზე ნაკლები იფიქროთ და მთელი ყურადღება მთავარზე გადაიტანოთ.

 

კურო

მთლიანობაში, პოზიტიური დღეა. ეცადეთ,სამოქმედო გეგმა დილიდან შეადგინოთ, რომ დრო და ენერგია წვრილმანებზე არ დახარჯოთ. შეგიძლიათ, გლობალური ამოცანები დაისახოთ. საქმიანი შეხვედრები და კონტაქტები დღის პირველი ნახევარში დაგეგმეთ, რადგან საღამოს ოჯახური საქმეები გექნებათ. დღეს მერკურის მფარველობის ქვეშ იმყოფებით, ამიტომ თუ რამის შეძენას აპირებთ, ნუ გადადებთ.

 

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში კონტაქტები და საქმიანი შეხვედრები გართულებულია. წვრილმანებზე დროს და ენერგიას ნუ დახარჯავთ. საღამოს საშუალება გექნებათ, თქვენი საქმიანი უნარები გამოავლინოთ. პარტნიორებთან მოლაპარაკება წარმატებას და ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გამგზავრებას გაიძულებთ.

 

კირჩხიბი

თუ სამოქმედო გეგმას დილიდან შეადგენთ, წარმატებული დღე გექნებათ. გირჩევთ საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა შეძენისთვის.

 

ლომი

თუ ამ დღეს რამის შეძენას აპირებთ, დროულად იმოქმედეთ, რადგან დღის მეორე ნახევარში მოვლენების არახელსაყრელმა განვითარებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. გირჩევთ, აქტიურად ეძებოთ შემოსავლის ახალი წყაროები, თუმცა საეჭვო წინადადებებისგან თავი შორს დაიჭირეთ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება.

 

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა. შესაძლოა, გარეშე პირთა გავლენამ, ცრუ რჩევამ ან სიტუაციის სუბიექტურმა შეფასებამ საქმიანი შეხვედრის შედეგებზე ნეგატიურად იმოქმედოს. ეცადეთ, მეორეხასიხოვან თემებზე დრო არ დაკარგოთ.

 

სასწორი

პასიური დღეა. შრომისუნარიანობა დაქვეითებულია, ამიტომ გლობალურ პრობლემებს ნუ შეეჭიდებით. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გამგზავრებას გაიძულებთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები.

 

მორიელი

მძიმე დღეა, რომელიც წინააღმდეგობას და ქაოსს უკავშირდება. ამ დღეს ახალ გარემოებებთან ადაპტაცია მოგიწევთ. ეცადეთ, საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა გამოავლინოთ. ახლობელ ადამიანთან სასიამოვნო შეხვედრა გელით.

 

მშვილდოსანი

ვარსკვლავები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ გაფრთხილებენ. მგზავრობის ან ავტომანქანის მართვის დროს სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელია ტრამვები და ავტოკატასტროფა. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ სხვების რჩევებს და საკუთარ ინტუიციას. ერიდეთ სპირტიანსასმელებს.

 

თხის რქა

წინააღმდეგობრივი დღეა. თხის რქების უმეტესობას ახალი ნაცნობობა ელით, თუმცა სიყვარულამდე შორსაა - შესაძლოა, სასურველს რეალობად აღიქვამთ. ბედი თქვენს სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს.

 

მერწყული

ახალი კონტაქტებისთვის არახელსაყრელი დღეა. ნუ ეცდებით მოვლენები დააჩქაროთ ან დღის ჩვეული განრიგი შეცვალოთ. ერიდეთ ავანტიურებში ჩართვას და ნუ დათანხმდებით მაცდურ წინადადებას. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარ ცდუნებებზე აყოლა შეიიძლება უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდეს.

 

თევზი


მშვიდო სამუშაო დღეა. ეცადეთ კარგად დაგეგმოთ სამუშაო, დასვენება და აუცილებელი ნივთები როულად შეიძინოთ. გაითვალისწინეთ რომ ფინანსური პრობლემები გელით, ამიტომ ძვირადღირებული ნივტებიოს შეძენისგან თავი შეიკავეთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სირთულეები ბავშვებთან ურთიერთობაში, ამიტომ მეტი მოთმინება და ყურადრება გმართებთ.