"ტვ პირველის" ჟურნალისტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
"ტვ პირველის" ჟურნალისტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

A+ A-

11:31 13/03/2020

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს, გვანცა ბერუკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ლუგარის ლაბორატორიიდან გუშინ, გვიან ღამით მიიღო კლინიკამ ჟურნალისტის ანალიზის უარყოფითი პასუხი კორონავირუსზე. ამ დროისთვის გვანცა ბერუკაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

„გუშინ, გვიან გავიგე ანალიზის პასუხი. ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ პასუხი - უარყოფითია. აქ დავრჩები, თუ სახლში გამიშვებენ, არ ვიცი. ამაზე ექიმებთან არ გვისაუბრია“, - განაცხადა ჟურნალისტმა „ტვ პირველის“ ეთერში.