14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

00:01 14/03/2020

ვერძი

მიუძღვენით ეს დღე საკუთარ თავს, გაინებივრეთ თავი, გაილამაზეთ ყოველდღიურობა, შეხვდით საინტერესო ადამიანებს.

კურო

ცდუნებების ალბათობაა, ამ ეტაპზე სჯობს გონიერება და გეგმიური ქმედებები, ნუ აჰყვებით გრძნობებსა და ემოციებს.

ტყუპები

მრავალი შესაძლებლობა გამოჩნდება თქვენს ჰორიზონტებზე, კარიერული წინსვლისა და პირადი ცხოვრების მოსაწყობად.

კირჩხიბი

ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანებსა და საოჯახო საქმეებს, რომლებიც საკმაოდ დაგროვდა, დროა ყველაფერის ადგილი მიუჩინოთ.

ლომი

დღეს შესაძლოა მეგობრებმა მოგმართონ დახმარებისთვის, იყავით გულისხმიერი და ნუ გაუცრუებთ მათ იმედებს.

ქალწული

ემოციური დისბალანსი და კონკრეტულ საკითებში გაურკვევლობა ძალიან დამღლელია და ნეგატიურად აისახება თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე.

სასწორი

ერიდეთ კამათს და გარჩევებს, მაგრამ დაანახეთ ყველას თუ რა შეგიძლიათ თქვენი ღირსების დასაფასებლად.

მორიელი

სირთულეები მალე გაივლის. თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობრებს და საყვარელ ადამიანს, ისინი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც მხარს დაგიჭერენ.

მშვილდოსანი

დღეს მოსალოდნელია გარკვეული სახის სიახლე საქმიან სფეროში. განწყობის მიუხედავად თავი ხელში აიყვანეთ და უარი არ თქვათ შემოთავაზებაზე.

თხის რქა

ენდეთ მეგობრებს, უარს ნუ იტყვით მათ შემოთავაზებულ რჩევებსა და წინადადებებზე.

მერწყული

წარსული აგაფორიაქებთ, იყავით მიმტევებელი სხვების მიმართ და არც საკუთარი თავი დაივიწყოთ. მიუტევეთ თქვენს თავსაც ძველი შეცდომები.

თევზები

გადაანაწილეთ თქვენი ძალები ისე, რომ შეძლოთ საქმეების მოწესრიგება სახლშიც და სამსახურშიც. ნუ გადადებთ ამას სამომავლოდ.