იტალიაში მიწისძვრა მოხდა
იტალიაში მიწისძვრა მოხდა

A+ A-

14:39 17/03/2020

იტალიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კალაბრიის რეგიონში, 33 კილომეტრის სიღრმეში ღამის საათებში დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა საერთო ჯამში ათობით ბიძგი დააფიქსირეს.

მიწისძვრა დასახლებულ პუნქტებშიც იგრძნეს, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რაც შეეხება კორონავიურსს, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 27 980 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობა 2 158-ს შეადგენს. ამასთან, იტალიაში ახალი კორონავირუსისგან 2 749 ადამიანი განიკურნა.

"მარშალპრესი"