წმინდა სინოდმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართვლოს ეკლესიაში რეგულაციების დაწესებაზე - მეუფე მელქისედეკი
წმინდა სინოდმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართვლოს ეკლესიაში რეგულაციების დაწესებაზე - მეუფე მელქისედეკი

A+ A-

14:57 18/03/2020
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი “2020NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.
 
მეუფე მელქისედეკი იმედოვნებს, რომ როცა აუცილებლობა იქნება, საქართველოს საპატრიარქო ვირუსთან ბრძოლისთვის კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს.
 
მისივე განცხადებით, წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა შეწყდეს თუ არა საქართველოში დროებით რელიგიური რიტუალების ჩატარება და უნდა შეიცვალოს თუ არა ზიარების წესი.
 
- მეუფე მელქისედეკ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საბერძნეთის ეკლესიაში რელიგიური რიტუალების ჩატარება აიკრაძალა, ხოლო რუსეთის საპატრიარქომ, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით, მთელი რიგი მკაცრი ზომები შემოიღო. აპირებს თუ არა საქართველოს საპატრიარქო დროებით შეწყვიტოს რელიგიური რიტუალების ჩატარება და შეცვალოს ზიარების არსებული წესი?
 
- არ არსებობს შემთხვევა, როცა ამ სიწმინდიდან (იგულისხმება ზიარება) ადამიანიდან ადამიანზე გადასულიყო რაიმე სახის დაავადება. თუმცა ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ზიარებაში მყოფ პირს გადაედოს ეს დაავადება. საბერძნეთის სახელმწიფომ საერთოდ აკრძალა მსახურება, ეს ძალიან ცუდია.
 
უნდა აიკრძალოს თუ არა საქართველოში დროებით რელიგიური რიტუალების ჩატარება და უნდა დაწესდეს თუ არა დროებით ეკლესიაში რეგულაციები, ამაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა. ამ საკითხთან დაკავშირებით, თითოეულ მღვდელმთავარს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, მაგრამ გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს.
 
- შეიკრიბება თუ არა წმინდა სინოდი აღნიშნული საკითხის განსახილველად?
 
- არ ვიცი. სამწუხაროდ, ინფორმაცია არა მაქვს.
 
- გუშინ საქართველოს პრემირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: “საქართველო ჯერ არ არის იმ ეტაპზე, რომ ხელისუფლება რაიმე აკრძალვის ინსტრუმენტით ეკლესიის საქმიანობაში ჩაერიოს“. სახელმწიფოს დირექტივის გარეშე, უნდა შეიზღუდოს თუ არა საპატრიარქომ უახლოეს მომავალში რელიგიური რიტუალების ჩატარება?
 
- თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ ჯერ არ არის საქართველში ის ეტაპი და ღმერთმა ნუ დააყენოს, რომ ეკლესიაში რაიმე მკაცრი წესი იყოს შემოღებული, ჩვენ თვითდაზიანებს ხომ არ მივიყენებთ. დაველოდოთ, ღვთის შემწეობით შეიძლება, საერთოდ არ იყოს საჭირო რეგულაციების შემოღება. სახელმწიფო სტრუქტურები, ჯანდაცვის სამინისტრო თავისი განოფილებებით, ძალიან ბევრს აკეთებს და მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
 
სწორად იქცევა მისი უწმინდესობა სინოდის სხდომას რომ არ იწვევს. ალბათ, ჯერ არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ შეზღუდვებზე ვისაუბროთ. ვიმედოვნებ, არ გევქნება საქმე ისე, რომ რეგულაცები დაუწესდეს საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურებს და შეგვეზღუდოს მსახურებები.
 
- რა პრევნციულ ზომებს მიმართავს საქართველოს საპატრიარქო მრევლის ვირუსისგან დასაცავად?
 
- ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეტოთ, რათა ამ ბოროტი ძალების დამარცხება და ამ ავადმყოფობის განდევნა შევძლოთ. ჩვენი სარწმუნოებიან გამომდინარე, ქუჩების კურთხევა აუცილებელია. ახლა ძალიან დატვირთულები ვართ. მთელ სამღვდელობას მოვუწოდებთ, რომ გაჭირვებულებს პროდუქტები დაურიგონ.
 
ვცდილობთ, ყოველთვის მრევლის გვერდით ვიყოთ. ღმერთმა გამძლეობა მისცეს ქართველ და ყველა ერს, რომ ეს განსაცდელი ღირსეულად გადაგვეტანოს. ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ახალი ჩამოსულები უცხოეთიდან, ნუ გააკეთებენ ისე, რომ სხვებსაც პრობლემები შეუქმნან.
 
მინდა აქედან შევეხმიანო ყველა იმიგრანტს, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ვლოცავ და გამძლეობას ვუსურვებ მათ. ის რეკომენდაციები, რომლებსაც მედიკოსები გვირჩევენ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ზოგი თვითიზოლაციიდან გარბის და სხვას არ ერიდება, ეს ძალიან ცუდია.
 
დაინფიცირებული ადამიანი სხვა ადამიანს უნდა მოერიდოს და გაუფრთხილდეს. თხოვნა იქნება, თუ თვითიზოლაციაში ხართ, თავი შეიკავეთ სხვა ადამიანთან კონტაქტისგან. ასე დაიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებსაც. უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ  ჩვენ ამ სამყაროში მარტო არა ვართ, ეს ელემენტარული ადამიანობაა.
 
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე